მოსწავლეთა შთაბეჭდილებები

    ჩვენი სკოლის მოსწავლეები ჩართულები ვიყავით შემეცნებითი-ხასიათის პროექტში : „წარსულის ცოდნა-ჩვენი მომავალია“, რომელიც ითვალისწინებს პირველი ქართული უნივერსიტეტისა და მისი ფუძემდებლის  - ივანე ჯავახიშვილის შესახებ ინფორმაციის მიღებას.
სწორედ ამიტომ,მოსწავლეები ქართული ენის პედაგოგთან ერთად ვიყავით ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. გავეცანით უნივერსიტეტის შექმნის ისტორიას,თუ რაოდენ დიდი შრომა აქვს ჩადებული ი.ჯავახიშვილს და მის თანამოაზრეებს პირველი ქართული უნივერსიტეტის შექმნაში და დავათვალიერეთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ხოლო მოგვიანებით ვესტუმრეთ ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს სოფ.ხოვლეში,სადაც უფრო დეტალურად გავიგეთ ი.ჯავახიშვილის ცხოვრების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები.
დადებითი მხარეები ამ ექსკურსიიდან იყო ის,რომ საკუთარი შთაბეჭდილებები ბავშვებმა გადმოსცეს ესეებში,ნახატებში, შევქმენით ჯგუფურად კედლის გაზეთები და საუკეთესო ესეებისა და ნახატების ავტორები ღია კენჭისყრით გამოვავლინეთ. ამ ექსკურსიით მოხდა ბავშვების უფრო მეტად დაახლოება და ი.ჯავახიშვილის შესახებ არსებული ცოდნის მეტად გაღრმავება.
მე მოხარული ვიქნები მომავალშიც ასეთი პროექტების განხორციელებით,სადაც კიდევ უფრო მეტი ბავშვი იქნება ჩართული და დაინტერესებული.


                                     ქეთევან ღანიაშვილი

No comments:

Post a Comment